,,არსებობს საშიშროება, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკას, სხვა არაბულმა სახელმწიფოებმაც მიბაძონ"– კირვალიძე


     ,,საქართველო დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ასადის რეჟიმის დამხობაში,"- ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ,,ფეისბუქზე" წერს.

     მისი თქმით არსებობს საშიშროება, რომ სირიის რესბუბლიკას სხვა არაბულმა სახელმწიფოებმაც მიბაძონ.
     
     ,,სირიის დიქტატორის, საკუთარი ხალხის მჟლეტავის, ბაშარ ასადის სისხლიანმა რეჟიმმა, საქართველოს ორი პრივინციის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა აღიარა"! ამის საშიშროებაზე ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე დამოკიდებული ასადის რეჟიმი, რუსეთის მითითებას თუ "თხოვნას" ჩვენი რეგიონების ცნობის შესახებ, უსათუოდ შეასრულებდა! ამიტომ, საქართველო დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ასადის რეჟიმის დამხობაში, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან! ნაცვლად ამისა, სამწუხაროდ, აქ ფეისბუკზეც ხშირად ვხვდებოდით ასადის მხარდამჭერ კომენტარებს, ქართველების მხრიდან?!.. საინტერესოა, ახლა რას იტყვით, მითუმეტეს არსებობს საშიშროება, რომ სირიის არაბულ რესპუბლიკას, სხვა არაბულმა სახელმწიფოებმაც მიბაძონ,"– აღნიშნავს პოლიტოლოგი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно