ამ ასაკის კაცი დემაგოგობთ, თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა– მაჭავარაინი გოცირიძეს


     ხმაური იყო პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, სადაც ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი იმყოფებოდა. 

    მინისტრი დღეს საფინანსო სისტემის რეკეტში დაადანაშაულეს. კამათი კი საბანკო რეგულაციებზე, საპენსიო რეფორმასა და საგარეო ვალებზე მსჯელობას მოჰყვა.

     „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღესაც კი ამაყობთ ე.წ. ვალების განულებით. ვალების განულების ამ პროცესის ორგანიზატორი იყავით თქვენ, ეროვნული ბანკი, პრემიერ-მინისტრი. ყოველ დღე ჩანდით ტელევიზიით და მოგწერეთ წერილი, ვალების განულება რა დაუჯდა თქვენს პარტნიორ იმ ქართუ ფონდია, თუ ვიღაცას და რა პასუხი მივიღეთ? - ვალების განულება ჩვენ არ გვეხებაო, ეს ორ კომერციულ სუბიექტს შორის არსებული კონფიდენციალური ინფორმაციაა და ვერ გეტყვითო. ხელისუფლებამ მოახდინეთ საფინანსო სისტემის რეკეტი და ივანიშვილმა ამაში კაპიკებიც კი არ გადაიხადა," - განაცხადა რომან გოცირიძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა მინისტრს მოუწევს პასუხის გაცემა წერილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასაც ისევე დაატოვებინებენ პოსტს, როგორც ეს სხვა ფინანსთა მინისტრების შემთხვევაში მოხდა.

    ნაციონალური მოძრაობის წევრის კრიტიკას "დემაგოგია" უწოდა ვანო მაჭავარიანმა.

    „ეს ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს არ უთქვამს. აი, ჩვეულებრივად ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს, ზიხართ და დემაგოგობთ. აი,  თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა, რაა" - განაცხადა ვანო მაჭავრიანმა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно