,,გულითადად ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღესასწაულს"- მარგველაშვილი


      საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეზანძრე–მაშველებს პროფესიულ დრს ულოცავს. 
      
     ,,გულითადად ვულოცავ მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღესასწაულს! დასაფასებელია თქვენი ყოველდღიური თავდადება და შრომა, რომლითაც ურთულეს ვითარებაში მაღალი პროფესიონალიზმითა და მონდომებით იბრძვით ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად.  ქართული საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველების თავგანწირვას. ქედს ვიხრი, თბილისში 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა.
 
     სამაგალითოა თქვენი თავგანწირვა, პროფესიისა და ჰუმანური პრინციპებისა და ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთ ღირსეულ მაგალითებზე იზრდებიან თაობები და ვითარდება სახელმწიფო. მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის,"– დასძინა მარგველაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно