საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ მარნეულის მერი ხელისუფლებამ ხალხის აღშფოთების თავიდან აცილების მიზნით დააკავა.
,,ივანიშვილი იძულებული იყო მარნეულის მერის დაკავების ბრძანება გაეცა. ოლიგარქს ძალიან ეშინია ხალხის და მათი აღშფოთების, ამიტომაც ქართველმა ხალხმა უფრო თამამად და ხმამაღლა უნდა გამოხატოს დამოკიდებულება იმის მიმართ, რომ მარნეულის მერი კი არა, თავად ივანიშვილი, ყოველდღიურად ამცირებს და შეურაცხყოფს ქართველ ხალხს,"– განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ,,ქოცები, როგორც ყოველთვის, იტყუებიან – "შარდის სკანდალთან" დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ნაციონალებისგან განსხვავებით,დამნაშავე დააკავეს."
დადგმული "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ,გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი,რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, აქ მარტო მერი კი არა, სუს–ის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი,"–აღნიშნავს სააკაშვილი.