„წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება“– ქუმსიშვილი


     წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესები გამარტივდება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

     მისი თქმით, „ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც თვით ლიცენზიის მოპოვება, ასევე შემდგომ მასთან დაკავშირებული საკითხები და სახელმწიფოსთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაადვილდება, მათ შორის,დასრულდება პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ მათ ონლაინრეჟიმში ჰქონდეთ კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, რომელიც დღეს არის დაბრკოლება და არა ხელშეწყობა ბიზნესისთვის", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
 
     წიაღის რეფორმის შედეგად, დაინერგება ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. შეიქმნება ელექტრონული ანგარიშგების შესაძლებლობა და ლიცენზიის მფლობელს სახლიდან გაუსვლელად შეეძლება სახელმწიფოსთან ანგარიშგება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно