რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ედნარ მსხალაძე, ლეიმონა დვალიშვილი და მანსურ პეტრენდიშვილი, სოფლების დისევისა და არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
საქართველოს 1 მოქალაქე, ედნარ მსხალაძე უკვე გადაეცა ქართულ მხარეს. სხვა დაკავებულების საქმეები განსახილველად ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაეცა.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/106981
