ციმბირში მასშტაბური სამხედრო სწავლებების, "ვოსტოკ 2018"-ის მთავარი ეტაპი დასრულდა. წვრთნები ცუგოლის პოლიგონზე გაიმართა და მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.
სამხედროებმა მტრის იერიშის მოგერიებაში, შეტევაზე გადასვლასა და მოწინააღმდეგის განადგურებაში ივარჯიშეს. სწავლებებში მობილიზებული იყო ავიაციაც და მძიმე ტექნიკაც.
"ვოსტოკ 2018", ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სწავლებაა და მასში 300 ათასი ჯარისკაცი და ორი სამხედრო ფლოტი მონაწილეობს.
სწავლებების ფარგლებში ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი სამხედრო აღლუმი გაიმართა. დაგეგმილია ერთობლივი წვრთნებიც. "ვოსტოკ 2018" 17 სექტემბერს სრულდება.
წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/113460