პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა


     99 მომხრე და 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 

     კენჭის ყრის პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

     პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობა გამოუცხადა. თუმცა დღეს დამტკიცებული მთავრობა დროებითია, რადგან პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

     პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно