სამშენებლო კომპანია ,,კუბიკში” კონსულტანტები მომხმარებლებს დასცინიან – მომხმარებელი

     ,,ულტრაპრესს” აღშფოთებული მოქალაქე დაუკავშირდა, რომლის მტკიცებითაც მას და მის ოჯახის წევრებს კომპანიის კონსულტანტები და მენეჯმენტი უზრდელად მოექცა.


     მოგვიყევით ქალბატონო ანა, რა მოხდა სამშენებლო – სარემონტო მასალების კომპანია კუბიკში.


     -დავიწყოთ იქიდან, რომ ნამდვილად ზედმეტია კუბიკს სამშენებლო–სარემონტო მასალების კომპანია ვუწოდოთ, ბაზრის ტიპის დაწესებულება უფროა, ვიდრე სერიოზული კომპანია. მე და დედა ვიყავით 3 ივლისს ელექტროობის განყოფილებაში. ჩვენს წინ მიდიოდა მოხუცი კაცი, რომლის დანახვაზეც კონსულტანტებმა ეგრევე სიცილი დაიწყეს და აგდებულად უპასუხეს. შემდეგ ჩვენზე გადმოერთნენ, ერთმანეთს მიმიკით ანიშნეს და დაიწყეს სიცილი. როდესაც ავუხსენით, რისი შეძენა გვინდოდა, ეგრევე აგდებულად გვითხრეს, რომ არ ჰქონდათ. იგრძნობოდა, რომ ერთი სული ჰქონდათ მოვეცილებინეთ და გააგრძელეს დაცინვა. სხვა განყოფილებაშიც გვინდოდა რაღაცეები, მაგრამ იქ გაჩერების სურვილი აღარ გვქონდა.


–მენეჯმენტს არ მიმართეთ?


–საღამოს ჩემმა ოჯახის წევრმა მისწერა სოციალურ ქსელში, კომენტარებიც დაუდო, რომელთა წაშლაც შეძლეს, წაშალეს. ჩემი ნომერიც მისწერა, რომ დამკავშირებოდნენ, მაგრამ ამაოდ. მინდა აღვნიშნო, რომ ,,ფეისბუქ” ადმინიც კონსულტანტივით უზრდელი და გაუნათლებელი ჰყავთ. არ იცის მომხმარებლებთან ურთიერთობა. პირად შეტყობინებებს აღარ უპასუხა და არც კომპანიამ უპასუხა ჩვენს ზარებს. გასაგებია, რომ კონსულტანტი შესაძლოა იყოს უზრდელი, მაგრამ ეს კომპანიას ხელს არ უნდა აძლევდეს, პირიქით უზრდელი პერსონალი მათ დისკრედიტაციას ახდენს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორი კონსულტანტები და ადმინიც ჰყავთ, ხელმძღვანელობასაც ანალოგიური მიდგომები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაგირებას აუცილებლად მოახდენდნენ.


     ,,ულტრაპრესი” სამშენებლო კომპანია კუბიკს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ფაქტების გადამოწმება სცადა, კომპანიაში განგვიცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно