ქათმის სალათის უამრავი რეცეპტი არსებობს, გთავაზობთ ჩემეულ ვერსიას.
საჭირო ინგრედიენტები:
500 გრ ქათმის ფილე;
1ცალიწითელი ბულგარული წიწაკა;
100 გრ დაკონსერვებული სიმინდი;
3-4 ღერი მწვანე ხახვი;
4 ს/კ მაიონეზი; მარილი, პილპილი.
ფილე მოვხარშოთ მარლწყალში.კარგად დავწრიტოთ, გავაციოთ და გავჩეჩოთ. ამას დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და ხახვი, გადაწურული სიმინდი. ყველაფერს მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი პილპილი და კარგად ამოვურიოთ. გემრიელად მიირთვით!
ნინო ასანიშვილი
ultrapress.ge
