ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს


     დონალდ ტრამპი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო პასუხისმგებლობას პირადად ვლადიმერ პუტინს აკისრებს.

     შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ტელეკომპანია სი-ბი-ეს-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი, როგორც რუსეთის ლიდერი, პასუხს აგებს საკუთარ ქვეყანაზე და შესაბამისად 2016 წელს არჩევნებში ჩარევაზე, ისევე როგორც თავად ტრამპი აგებს პასუხს იმაზე რაც შეერთებულ შტატებში ხდება.

     დონალდ ტრამპის მტკიცებით, ჰერლსინკის სამიტის დროს მან რუსეთის ლიდერს ცხადად განუმარტა, რომ ვაშინგტონი მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ დაუშვებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/109367