,,ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად" – ბახტაძე


       მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში მოლაპარაკება ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრის მთავარი თემები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან ურთიერთობები, ვაჭრობისა და ეკონომიკური საკითხები იყო.

     დონალდ ტუსკმა აღნიშნა რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა.მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ევროკავშირი პატივს სცემს და მხარს უჭერს.

     „შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, საქართველო გამოწვევებით სავსე სამეზობლოში მდებარეობს, ევროკავშირი აფასებს საქართველოს მცდელობებს ამ თვალსაზრისით და მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და რეგიონის განვითარების უზრუნველსაყოფად,"- განაცხადა დონალდ ტუსკმა.

     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის, ასევე მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

     „საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო მოკავშირედ უსაფრთხოების სფეროში, ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ევროკავშირის მისიებში, სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე დიალოგი კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად,"- აცხადებს მამუკა ბახტაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно