პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო


     „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად,   საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

     ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია   ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.

      კანონპროექტი წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე   მიქაბაძემ პარლამენტარებს. მისი განცხადებით,დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას  მისცემს  მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების  განმავლობაში  დასაქმებულის  მიერ გამომუშავებული ხელფასის და საშულებას მისცემს მას, მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

      ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული   ნაბიჯი იქნება იმ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით   უზრუნველყოფა წარმოადგენს.

     მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად  მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.

     „სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ რეფორმით, რომლის   ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას დანაზოგის   გაკეთებაში და მათთან ერთად სრულად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას, ჩვენ ვქმნით რეალურ საფუძველს, მოგვარდეს პრობლემები, რომელიც სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით არსებობს. სწორედ ეს არის  რეფორმის  მთავარი  მიზანი. ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმას აქვს  დადებითი ეკონომიკური გავლენა", – განაცხადა მან.

      მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მიქაბაძის შეფასებით, კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მკვეთრი ბიძგია .

     „ეს  არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, განახორციელოს ახალი პროდუქტიული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და   ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

     ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დღეს არსებულ საპენსიო სისტემას სამართლიანობის, ეფექტიანობის და ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი  ნაკლოვანებები აქვს. დაგროვებითი პენსია კი, სისტემის   შემავსებელი სვეტი იქნება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას,   ღირსეული პენსიის უზრუნველყოფას უპასუხებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно