თბილისსა და მის შემოგარენში უჩვეულო ნისლის მიზეზს გაეროს ეროვნული სააგენტო განმარტავს


       გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და მის შემოგარენში არსებული უჩვეულო ნისლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
 
      ,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

     სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.
 
     შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებენ და დედაქალაქსა და მის შემოგარენში არსებულ უჩვეულო ნისლზე საუბრობენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно