,,პრაგმატული აზროვნების უნარი უნდა გვეყოს და ყირიმი, აფხაზეთ-ცხინვალთან არ გავაიგივოთ"– კირვალიძე


      ამ დღეებში, აშშ-მა მიიღო ე.წ. "ყირიმის დეკლარაცია", სადაც ნათქვამია, რომ აშშ-ბი არ ცნობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოუწოდებენ რუსეთს "შეაჩეროს" ეს გადაწყვეტილება! ამ დეკლარაციას იმიტომ ჰქვია "ყირიმის", რომ რუსეთის მხრიდან მხოლოდ(!) ყირიმის ანექსიას გმობენ ამერიკელები და მასში, - სიტყვა არ არის ნათქვამი, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაზე და "დამოუკიდებლობის აღიარებაზე"! 

     აღნიშნული დეკლარაცია, თითქმის ანალოგიაა (განსხვავება ის არის, რომ ბალტიის ქვეყნები ერთიანი სახელმწიფოებია, ხოლო ყირიმი უკრანის სახელმწიფოს რეგიონი) აშშ-ის მიერ 1940 წელს მიიღებული დეკლარაციისა, რომელიც მათ სსრკ-ს მიერ ბალტიის სახელმწიფოების (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) ოკუპაციასთან დაკავშირებით მიიღეს, რასაც შემდგომში მოჰყავა ამ ქვეყნების ანექსია! დიახ, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 90-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც სსრკ დაიშალა, აშშ-ს ბალტიის სამივე სახელმწიფო მიაჩნდა ანექსირებულად! ბალტიური სამივე სახელმწიფოს საელჩოები, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (50 წელი!) ფუნქციონირებდნენ ვაშინგტონში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობები! 

     დიახ, ეს გახლავთ, მოკლე ისტორიული და  პოლიტიკურ-სამართლებრივი მხარე ამ საკითხისა, რეალურად კი, ბალტიის სამივე სახელმწიფო დამოუკიდებელი გახდა მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი (სსრკ) დაიშალა, 1991 წელს! 

     რატომ ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად ღრმად გადმოგცეთ ამ თემის - "დედა აზრი"?! იმიტომ, რათა სრულად გავაცნობიეროთ, რომ აშშ-ის მიერ სხვდასხვა დროს მიღებულ ორ დეკლარაციაში (1. 1940 წელი - "დეკლარაცია ბალტიის სახელმწიფოების ოკუპაციის შესახებ" და 2. 2018 წელი - "ყირიმის დეკლარაცია"), არსად ნახსენები არ არის საქართველო: პირველ შემთხვევაში, 1921 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ინტერვენცია, ოკუპაცია და ანექსია;  მეორე შემთხვევაში, 2008 წელს, რუსეთის მიერ  საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის"  (ყირიმიც, ხომ უკრაინის რეგიონია?!) ოკუპაცია, მათი "დამოუკიდებლობების აღიარება"! ანუ, როგორც პირველ ისტორიულ მაგალითში, ასევე მეორეშიც, თანამედროვე ისტორიულ მონაკვეთზე, - საქართველო იმ "პოლიტიკურ კონტექსტში" ვერ და არ "ჩაჯდა", რითაც მაშინ და ახლაც იხელმღვანელა აშშ-ის ადმინისტრაციებმა, ორივე დეკლარაციის შედგენის დროს!! 

      აქედან გამომდინარე, ჩვენ, ქართველებმა მოცემული რეალობა სწორად უნდა აღვიქვათ და გავაანალიზოთ, მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედოთ! ჩემთვის კი, თუ გაინტერესებთ, ცხადია, რომ ის კონფრონტაციული ტონი და მოთხოვნა, რაც ამერიკულ დეკლარაციებშია ასახული, არ მოგვცეს საშუალებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენისათვის! 

     ამგვარად, თუ ამ ამერიკულ სტრატეგიას გავყვებით, "უკეთეს" შემთხვევაში, საქართველოს რეგიონების დეოკუპაცია და გამთლიანება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ რუსეთის "დაშლის" შემდგომ, როგორც ეს მოხდა ბალტიელების შემთხვევაში, ანუ სსრკ-ს დაშლის შემდეგ! ასევე, ყირიმს უკრაინაში "დაბრუნება" არ უწერია, თუ რუსეთი არ "დაიშალა", მაგრამ...

      P.S. ახლა კი მთავარი, რა განასხვავებაა  რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმსა და მის მიერ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია - "დამოუკიდებლობა აღიარებას" შორის?!  უმთავრესი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ყირიმის შემთხვევაში, რომელსაც რუსეთი - მის განუყოფელ ნაწილად თვლის, - მოსკოვი  არასოდეს მოლაპარაკება-კომპრომისზე არ წავა, როგორი დეკლარაციებიც არ უნდა მიიღოს ვაშინგტონმა! ხოლო, აფხაზეთ-ცხინვალს, რუსეთი არასოდეს მიიჩნევდა - "მის განუყოფელ წაწილად" -  და მათთან მიმართებით, მოსკოვთან მოლაპარაკება-კომპრომისი შესაძლებელია!! 

     ამიტომ, ქართველებს, უწინარესად მათ, ვინც ჯერჯერობით ხელისუფლებაშია, კეთილგონიერება, გამჭრიახობა, პრაგმატული აზროვნების უნარი უნდა გვეყოს და ყირიმი, აფხაზეთ-ცხინვალთან არ გავაიგივოთ, ზემოთ მოყვანილი უმნიშვნელოვანესი არგუმენტების გამო! ამ თვალსაზრისით, საქართველოს მიერ უნდა შემუშავებული იქნას შესაბამისი სტრატეგია, რომელსაც ჩვენს ერთგულ პარტნიორებს გავაცნობთ, უწინარესად აშშ-ს, რადგანაც ძლიერი მოკავშირეები აუცილებელია, როდესაც ყოვლისმომცველ დიალოგს იწყებ რუსეთთან, რომ ურთიერთ კომპრომისების საფუძველზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს, რაც შესატყვის სამხედრო-პოლიტიკურ, უსაფრთხოების და საერთაშორისო-სამართლებრივ გარანტიებს დაეფუძნება!!!...
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно