,,ბებერ ევროპას ახალი სისხლი სჭირდება და კონტინენტი შესაძლოა, მიგრანტებმა გააახალგაზრდაონ"- ჟოზეპ ბორელი


     ბებერ ევროპას ახალი სისხლი სჭირდება და კონტინენტი შესაძლოა, მიგრანტებმა გააახალგაზრდაონ, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

     ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროპის კონტინენტზე მიგრაციულ ნაკადებს არ შეიძლება ეწოდოს მასობრივი, რადგან 40 მილიონიან ქვეყანაში 20 ათასი მიგრანტის შესვლა დიდი რაოდენობა არ არის.

     „შობადობის ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, დაბერების პროცესის შეჩერება შესაძლოა, მიგრნატებმა შეძლონ. ევროპის დემოკრატიული განვითარება ცხადჰყოფს, თუ გვსურს, რომ ევროპა მხოლოდ მოხუცების კონტინენტი არ გახდეს, საჭიროა ახალი სისხლი", – აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/espanetis-sagareo-saqmeta-ministri-beber-evropas-akhali-siskhli-schirdeba-da-kontinenti-shesadzloa-migrantebma-gaaakhalgazrdaon/