ხალხის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე დაკვირვებით, მათთან კონტაქტით, რასაც პროფესიონალური სოციოლოგიური გამოკითხვები ადასტურებს, - საქართველოში საცხოვრებლად დარჩენილი ქართველი ხალხის უმრავლესობას მიაჩნია, რომ:
1. საქართველო "განვითარების" არასწორ გზაზე დგას;
2. ქვეყნის პრეზიდენტის არჩევას აზრი არა აქვს;
3. არც ერთი მოქმედი პოლიტიკური პარტია სანდო არ არის;
4. სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლიანობის ხარისხი უმდაბლესია;
5. მასმედია არაობიექტურია და ემსახურება კერძო პოლიტიკურ ინტერესებს;
6. არასამთავრობო სექტორი ფინანსდება უცხოეთიდან და დამფინანსებლების ნებას გამოხატავს, რაც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქართველი ერის საციცოცხლო ინტერესებს;
7. ქვეყნის პარლამენტი და მთავრობა, ვერ ასრულებენ არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს;
8. გაიზარდა ქვეყნიდან ქართველების ემიგრირების პროცესი და ამის ფონზე, იზრდება უცხოელ მიგრანტთა შემოდინება საქართველოში;
9. საქართველო ნარკოტიკული ტერორის სუბიექტი გახდა, რაზეც მეტყველებს ნარკომანების რიცხვის კატასტროფული ზრდა ქართველ ახალგაზრდებს შორის;
10. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა პრიორიტეტული აღარაა და არ წარმოადგენს არსებული ხელისუფლების ინტერესს;
11. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბდა და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება;
12. ამგვარი უიმედობა და აპათია, რაც დღეს არის გაბატონებული ქვეყანაში, გასული საუკუნის 90- იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული არავის ახსოვს;
13. განათლების მხრივ საქართველოს მომავალი საფრთხეშია, რადგან ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი;
14. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ იმატა თავდასხმებმა, რაც ძირს უთხრის ერის ზნეობრივ საფუძვლებს;
P.S. ამ არასრული ჩამონათვალის და რაც გამომრჩა იმის გათვალისწინებით, - "ქართულო ოცნებავ" და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, რა სინდის-ნამუსით რჩებით ქვეყნის მმართველობაში?! არა გრცხვენიათ, წადით რა, თავი დაგვანებეთ!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი