ეკონომიკის ვარდნა, ამის შედეგად სოციალური პრობლემები და ამით გამოწვეული უკმაყოფილების გადაყვანა საპროტესტო განწყობებსა და ქმედებებში, არის ოპოზიციის და მასთან აფილირებული ჯგუფების მთავარი იმედი უახლოეს პერიოდში. ეს ჩანს ძალიან კარგად"- ამის შესახებ, ექსპერტი ზაალ აჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, მოსახლეობაში პერმანენტულად პანიკის დათესვა მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაზე, არის საბოტაჟის ერთ-ერთი მეთოდი.
როდესაც ვამბობ, რომ ადგილობრივი ბიზნესის ცალკეული წარმომადგენლები საბოტაჟს ეწევიან ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ, ამას ისე ჰაიჰარად არ ვამბობ. მოსახლეობაში პერმანენტულად პანიკის დათესვა მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფაზე, რითაც ისინი არიან დღეს დაკავებული, არის საბოტაჟის ერთ-ერთი მეთოდი. სხვა ფაქტებიც არსებობს, და აქ ჩამოთვლას არ შევუდგები.
ეს არის რეალური პრობლემა და ამ პრობლემას მიხედვა უნდა, როგორც ჰენრი ფორდი ამბობდა - "more intelligently"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.