,,ცხადდება ვაკანსია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ქალებისთვის"- მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, სოციალურ ქსელში, შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,ყურადღება, ყურადღება!!!
 
      ცხადდება ვაკანსია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ქალებისთვის. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. უნდა იყოს ფსევდოლიბერალური ფსოფმხედველობის.
2. უნდა ეჯავრებოდეს ქართული ფასეულობები.
3. უსიტყვოდ უნდა შეასრულოს ზევიდან მითითებები და თუ საჭიროა გახდეს პლასტელინი.
4. უნდა იყოს 9 ჯერ გათხოვილი რადგან კარგად შესძლოს შემდგომში პიროვნული თავისუფლების შესახებ საუბარი.
5. ეკლესიის მიმართ უნდა ჰქონდედ ფარისევლური დამოკიდებულება. სახალხოდ უნდა ადიდოს უფალი, ისე კი ყველაფერი უნდა გააკეთოს მის წინააღმდეგ საბრძოლველად.
 
      p.s. კანდიდატებმა C.V. უნდა დატოვონ სოროსის ფონდში. აპლიკაციების დამუშავების შემდგომ გასაუბრებას გაივლიან ჯორჯ სოროსთან და ქართველ ნორჩ სოროსელებთან.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно