„სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა- მოლდოვას საგარეო უწყება


     მოლდოვა ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
 
     ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

     „სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, არის საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. კერძოდ, ძალისმიერი ჩარევა მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ძალის გამოყენება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. გაერო-ს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაუშვებელია. სამხედრო ინტერვენციას უამრავი ქართველი შეეწირა, საქართველოს მიადგა მატერიალური და ტერიტორიული ზიანი", – ნათქვამია მოდლოვას საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

     მოლდოვას მთავრობა აცხადებს, რომ მუდამ გმობს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და მხარს უჭერს თანაბარუფლებიან პარტნიორობას.

     „ყველა სახელმწიფო პატივისცემით უნდა მოეკიდოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", -აცხადებენ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно