,,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის მილიტარისტულ პოლიტიკას არა აქვს დასასრული"– თალაკვაძე


     ,,აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის მილიტარისტულ პოლიტიკას არა აქვს დასასრული,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის სერგეი შამბას ინტერვიუს საპასუხოდ განაცხადა. 
 
     „საქართველოს საზღვრები არის აღიარებული და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ფორმატები, სადაც საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან პოლიტიკას და ვფიქრობ, მაშინვე, როგორც კი ოკუპაცია დასრულდება, საქართველო კიდევ უფრო მტკიცე და ჩქარი ტემპით განაგრძობს განვითარებას. განწყობა, რომელიც არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან იქ უბრალო ადამიანები ხედავენ, რომ იმ მილიტარისტულ რიტორიკას და საოკუპაციო პოლიტიკას, რომელიც რუსეთს აქვს, მათთვის არ მოაქვს წინსვლა და განვითარება მაშინ, როდესაც ჩვენი ინიციატივით – ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, მთლიანად ვუზიარებთ ჩვენს აფხაზ ძმებს როგორც სოციალურ, ასევე საგანანათლებლო და ეკონომიკურ პროგრამებს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно