,,შემოიღეთ აუცილებელი რეგულაცია, კანონიერად მოხდეს ჩადრიანების შემოწმება"– გაგნიძე


     ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
    ,,ქვეყნის უსაფრთხოების, ანტიტერორისტული, თუ საერთაშორისო კრიმინალთან ბრძოლის პრინციპებიდან გამომდინარე, სანამ საქართველოსთვის არ დაუბრალებიათ, ტერორისტების თუ პოტენციური ტერორისტების ერთ–ერთი სატრანზიტო დერეფნის არსებობა და მისი ხელშეწყობა, შემოიღეთ აუცილებელი რეგულაცია, კანონიერად მოხდეს ჩადრიანების შემოწმება!!! დავუშვათ ჩადრით ქალის ფორმაში კაცის გადის საზღვარზე თუ პირიქით, ამოწმებს ვინმე კაცია ქალია ?? თუ სხვა...

     ასევე ქუჩაში ,,შეფუთული" ჩადრით სიარული ადგილობრივ მოქალაქეებში ნაწილობრივ შიშს იწვევს, რაც ზიზღის გამომწვევ ტენდეციებს ქმნის ადგილობრივების მხრიდან, რაზეც მოსახლეობას ვერ გაამტყუნებთ" - წერს გრიგოლ გაგნიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно