სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა და მრევლს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
„ადამიანი მუდამ მოძრაობაშია, მიდის მაღლა ან ეშვება დაბლა. ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, ვიაროთ სრულყოფისკენ კიბეზე. ეს აუცილებელია. ჩვენი წინაპრები ბევრს აკეთებდნენ, რომ სულიერება ამაღლებულიყო. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სიკეთე ხშირად ითრგუნება და ბოროტება დგება წინა პლანზე. შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი თავისი დიდებით. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ფერისცვალების ღირსი გავხდეთ", – აღნიშნა ილია მეორემ.
