,,მეტროში მგზავრთა მოცდის დრო სამ წუთამდე შემცირდება"– კახა კალაძე


     ,,მეტროში მგზავრთა მოცდის დრო სამ წუთამდე შემცირდება,"– ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის სხდომაზე განახადა.

     მისი თმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

     „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.  ყველაზე მეტი მგზავრი მეტროთი გადაადგილდება და  მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა – დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, განხორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია,  რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა, ასევე გადამზადნენ მემანქანეები. ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად", – განაცხადა თბილისის მერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно