,,ეს არის ოკუპაცია... აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი"– მერკელი


      თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის კანცლერს სტუდენტმა დაუსვა შეკითხვა ოკუპაციაზე, კერძოდ, რომ მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უწოდა "დიდი უსამართლობა", მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა "ოკუპაცია". 
 
     ანგელა მერკელის განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია და არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
 
     "მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ჩემი პასუხი არის ის, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს რჩება უდიდეს და უხეშ უსამართლობად. გუშინ მე ვსაუბრობდი უკრაინულ საზღვრებზე და აპრიორი მოიაზრება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно