,,ჩვენი ამოცანა რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან კავშირების საბოლოოდ გაწყვეტაა"– პოროშენკო


     ,,დღევანდელი თაობის ამოცანა რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან კავშირების საბოლოოდ და შეუქცევადი გაწყვეტაა", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     ,,დღევანდელი თაობის ამოცანა რუსეთის იმპერიასთან და საბჭოთა კავშირთან კავშირების საბოლოოდ და შეუქცევადი გაწყვეტაა. გახადოს დამოუკიდებლობა შეუქცევადი, უკრაინა დიდი და ძლიერი რუსეთის გავლენის ზონაში დაბრუნების რაიმე პერსპექტივის გარეშე – ჩვენი თაობის მთავარი ამოცანაა. ეს არის საზოგადოებისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დავალება.

    „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზღვრები ბუნდოვანი იქნება" – განაცხადა პოროშენკომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно