ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს


     საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს. 

     გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, ერთ-ერთ კომპანიას ვითომდა 2 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია. 

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно