"ქართული ოცნება" უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის"- პაპუაშვილი


     ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, "ქართული ოცნება" უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე წერს.

     შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

     "მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს "ქართული ოცნების" საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ", – წერს შალვა პაპუაშვილი.