რადიკალური ოპოზიციის საპროტესტო მუხტი განწირულია მარცხისთვის - კახა კალაძე


     რადიკალური ოპოზიცია ათასგვარი მანიპულაციით ცდილობს შექმნას საპროტესტო მუხტი, რაც განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

     დედაქალაქის მერის თქმით, ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ აქვს იმის დასამტკიცებლად, თითქოს არჩევნები გაყალბდა.

     „ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე და მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ფეიკნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი ფაქტი, არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი და საჩივარი, რომელიც იყო დაწერილი, არის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნა. თუმცა, გუშინ კიდევ ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, ეს ეხება ერთ-ერთ მილიონერ ქალბატონს, რომელიც ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით და თვალებში ყურებით ამომრჩეველზე ახორციელებდა ზეწოლას. ეს აქვთ ყველაზე ძლიერი არგუმენტი დღეის მდგომარეობით. დანარჩენს ალბათ თენგო გვეტყვის, რა და როგორ“, – განაცხადა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно