შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცესკოში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა


      შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცესკოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

     "შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

     ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

     ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно