მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს


      შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

      უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     "გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

     საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა მ.დ. დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

     მათვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно