88 ხმით პარლამენტმა 150 დეპუტატთა უფლებამოსილება ცნო - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიხსნა.
სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა.
150-კაციან პარლამენტში "ქართულ ოცნებას" 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას", "ძლიერ საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
