,,ქართული ოცნების" მიერ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტი კადიდატად დასახელებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:
,,საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში. უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება" - წერს სააკაშვილი.
