რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული პოლიტიკური და მორალური კრახი - ზაალ ანჯაფარიძე


     ,,რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური კრახი"-ასე ეხმიანება ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, საპოლიციო ძალები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

     იმაზე, რასაც ქვემოთ დავწერ, ვიცი ბევრს ექნება სრულიად საფუძვლიანი კონტრარგუმენტი - ეს ხომ ამ ხელისუფლებამ გაათრია პრეზიდენტათო და ა.შ. დიახ, სამწუხაროდ ასე იყო და შეცდომა აღიარებულია.

     თუმცა, ის რასაც დღეს ვხედავთ ვადამილეულ (პ)რეზიდენტის მხრიდან, არის სრული(!) პოლიტიკური და მორალური მარგინალიზაცია, კრახი, დაცემა - როგორც გნებავთ ისე უწოდეთ. იმდენად არის შესული ავადმყოფურ აზარტში, რომ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, "თავკონტროლი აქვს დაკარგული."

     მოგეხსენებათ ნარცისიზმი და თვითგანდიდების მანია, რითაც ზურაბიშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაავადდა, იმის გამო რომ იყო "nobody" და უცებ გახდა "somebody," უკურნებელი სენია.

     არ ვიცი ჩვენი საზოგადოება როგორ მოექცევა ზურაბიშვილს, იმის შემდეგ, რაც ორბელიანების სასახლეს დაატოვებინებენ, და აუცილებლად უნდა დაატოვებინონ, რაც არ უნდა გაჯიუტდეს იქიდან გამოსვლაზე - წერს ზაალა ანჯაფარიძე.