საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე.
„ხელისუფლება სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნდობით და მხარდაჭერით, რაც გამოიკვეთა ახლად ჩატარებულ არჩევნებზე, 1 120 000-მა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, კეთილდღეობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს. კიდევ ერთხელ მადლობა ამ ადამიანებს. საქართველოს ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარის ამოქმედებას ქვეყნის შიგნით მოკალათებული უსამშობლო აგენტების ხელით. ამის საპრევენციოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ. ნაწილი იყო მტკივნეული და პირდაპირ ვიტყვი, შეიძლება, არაპოპულარულიც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილებები. ქვეყნის ინტერესების დასაცავად პირველ რიგში. ის, რის გამოააშკარავებას და გამჭვირვალობასაც ვითხოვდით, დღეს დევს ხელის გულზე და ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გააკეთოს საკუთარი ანალიზი მიმდინარე პროცესებზე“, – განაცხადა კალაძემ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე ეროვნულ გვარდიას ეწვია
18-05-2018, 15:10
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორი ცოლ-ქმარი დააკავა
28-07-2018, 10:24