,,ის წავიდა შვილის დაკარგვით გამოწვეული უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილით"– ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გიგა ოთხოზორიას მამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

     ამის შესახებ მინისტრი ,,ფეისბუქის" პირად გვერძე წერს. 

     ის წავიდა შვილის დაკარგვით გამოწვეული უდიდესი და მოუშუშებელი ტკივილით, გიგას ცივსისხლიანი მკვლელობიდან ორი წლის შემდგომ.

     საუბედუროდ, ვერ მოესწრო შვილის მკვლელის დასჯას, რადგან სამართლის აღსრულებას დღემდე ხელს უშლის ჩვენი დროის ყველაზე დიდი უსამართლობა - საოკუპაციო რეჟიმი. არ მოვადუნებთ ძალისხმევას, ვიდრე სამართალი აღსრულდება და მკვლელი დაისჯება, და აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან და სამართლიან ბრძოლას ოკუპაციის დასრულებისთვის.

     ამ მძიმე წუთებში კი გამძლეობას ვუსურვებ ქალბატონ ჯულიეტას, რომელმაც მეუღლე დაკარგა, მის ოჯახსა და ახლობლებს,"-წერს ქეთევან ციხელაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно