პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში პოლიცია შევიდა


     სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისში პოლიცია შევიდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 


     სამართალდამცველებმა დააკავეს ვეფხია კასრაძე. ეს არის ადამიანი, რომელიც გავრცელებულ კადრებში მსხვერპლის საჭიროებაზე საუბრობს. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. მისი ნაცნობების თქმით, ვერ ხვდებიან რატომ მოხდა მისი დაკავება. 


     საგამოძიებო მოქმედებები თბილისის სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს. მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოს“, ასევე ფეისბუქ ჯგუფის “დაიტოვეს“ წარმომადგენლის ოფისში.