პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სათანადო საერთაშორისო წესრიგის აღსადგენად დაოყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.
„პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის ეშინია და ეს სიმართლეა. მხოლოდ გადაწყვეტილებას შეუძლია ამ ომის სამართლიან დასასრულამდე მიყვანა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა. უნდა ვიმოქმედოთ ახლა, რომ აღვადგინოთ სათანადო საერთაშორისო წესრიგი“, – წერს ზელენსკი სოციალურ მედიაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება პარიზში შეხვედრისას და ეს იყო ძალიან ნაყოფიერი საუბარი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკროსა შეხვედრის ორგანიზებისთვის. ასევე მადლიერება გამოხატა დონალდ ტრამპის მიმართაც.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ამ ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გულდასმით იყოს დამუშავებული ნამდვილად მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას შეუძლია მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს – იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
წყარო: https://1tv.ge/news/volodimir-zelenski-prezident-tramps-vutkhari-rom-putins-mkholod-misi-da-shesadzloa-chinetis-eshinia/
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება
22-12-2018, 15:56
დღეს მერაბ კოსტავა 79 წლის გახდებოდა
26-05-2018, 10:00
ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ
6-06-2018, 11:46