ოპოზიციის მთელი იმედები ხელისუფლების ოფიციალური პირების დასანქცირებაზე, ფუჭ ოცნებად დარჩა - ცუცქირიძე


     ოპოზიციის მთელი იმედები ხელისუფლების ოფიციალური პირების დასანქცირებაზე, ფუჭ ოცნებად დარჩა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ოფიციალური უნგრეთის პოზიცია. უნგრეთი თუ საკიკთხი დაისმება საქართველოს ოფიციალური პირების დასანქცირებაზე, ვეტოს დაადებს. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბრიუსელი და მთლიანად დასავლეთის ლიბერალური მეინსტრიმი ღიად დაადანაშაულა, საქართველოზე ზეწოლაში და ევროინტეგრაციის გაუცხოებაში - ამის შესახებ ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე წერს.

      მისი თქმით, 14 დეკემბერი იქნება პროტესტის თავისებური წყალგამყოფი, რომლითაც საარჩევნო ფაზა დასრულდება.

     უნგრეთის ასეთი მკვეთრი მხარდაჭერა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ხდება ევროკავშირში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, როგორც პროკონსერვატორული მეინსტრიმის მატარებელი, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში.

     აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მოლოდინი 16-17 დეკემბერს ევროკავშირის მიერ, სანქციების დაწესებაზე, რაზეც დიდ იმედებს ამყარებდენ, ჩავთვალოთ დასრულებულია. ოპოზიციური მუხტის შესანარჩუნებლად,  რჩებათ ბოლო სვლა 14 დეკემბერს ჩაშალონ ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა და ვფიქრობ, მთელი მათი ძალისხმევა აქეთ იქნება მიმართული.

     თუ რა ტაქტიკას გამოიყენებს 14 დეკემბრამდე ოპოზიცია ნაკლებად საინტერესო მგონია, რადგან მოქმედების მთელი არსენალი უკვე გამოყენებული იქნა. აქცენტები ალბათ ისევ გაფიცვებზე და ცალკეული არამდგრადი პირების გადაბირებაზე გაკეთდება. დესტაბილიზაციის და განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, პოლიციასთან შეტაკებების და ნანახი შტურმის მცდელობებიც ექნებათ, თუმცა  ნაკლებად მგონია მსხვერპლშეწირვაზე წავიდნენ, რადგან უკვე გაშიფრულ ამ სქემაში, კიდევ უფრო დიდ დატყმას მიიღებენ, როგორც პოლიტიკური მარგინალიზაციის, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ჩათვლით.

     სწორედ 14 დეკემბერი იქნება ამ პროტესტის თავისებური წყალგამყოფიც, ახალი პრეზიდენტის ოფიციალურად დამტკიცება კოლეგიის მიერ, დაასრულებს ამ საარჩევნო ციკლსაც, რასაც 29 დეკემბერს სალომე ზურაბაშვილის ვადის ამოწურვაც მოყვება, რამდენი არ უნდა იმეორონ ხელისუფლების არალეგიტიმაციაზე.

     ექსპერტის მოსაზრებით, 20 იანვრიდან დასავლეთთან ურთიერთობაში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი.

     20 იანვრიდან ჩვენ არაერთ ცვლილებასაც ვნახავთ დასავლეთთან ურთიერთობაში, და ურთიერთობების გადალაგებასაც გლობალური პოლიტიკის შეცვლილ დღის წესრიგში. მეტად სიმპტომატურია, მალევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რაც თანხვედრაში ტრამპის სამ საათიან შეხვედრასთან ვიქტორ ორბანთან, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი ლობისტია ევროპაში, საფრანგეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი "არალეგიტიმური" და „დასასანქცირებელი პირის“ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან  ბიძინა ივანიშვილთან  თანამშრომლობის სურვილით!


     ნუ ჩაიმწარებთ ამ ახალ წლებს, ნუ აყვებით და ნუ ჩაყვებით საფლავში ამ ნაცისტურ ოპოზიციად წოდებულ კრიმინალურ დაჯგუფებას,  დრო ყველაფერს აჩვენებს, და გაფანტავს იმ დიდ ტყუილსაც, რასაც ასე ატირაჟირებს ოპომედია ევროპული გზის ვითომდა გამრუდებაზე!" - წერს ცუცქირიძე.