სულ რაღაც 13 დღეში, ოპოზიციის ერთ-ერთი კუდიანი ლიდერის გაბანძების მომსწრე გავხდებით - ნიკოლეიშვილი


     ,,სულ რაღაც 13 დღეში, ოპოზიციის ერთ-ერთი კუდიანი ლიდერის გაბანძების მომსწრე გავხდებით ყველანი, დიახ სალომე ზურაბიშვილს მავნებლობის ვადა ეწურება პრეზიდენტის პოსტზე" - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

     რას იზამს მართმადიანი ზურაბიშვილი? მას რომ ოდნავ ადეკვატურობა ჰქონდეს შერჩენილი, წესით წყნარად უნდა გამოვიდეს სასახლიდან, მეორე ვარიანტი უკვე უნდა მიემგზავრებოდეს საქართველოდან. მესამე ვარიანტია, რომ ის დარჩება საპრეზიდენტო სასახლეში, რადგანაც როგორც იძახის არ აღიარებს ახალ პრეზიდენტს, ამ მიზნით შესაძლოა რამდენიმე ადამიანი მის "დასაცავად" ორბელიანების სასახლის წინ "ბარიკადებად" დადგნენ. 

     ზურაბიშვილს ასევე იმედია აქვს თუ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო არ დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, მისი ოფისიდან გამობრძანების გამო, მინიმუმ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გასცემს ბრძანებას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანებას, ხოლო იმ ქვეყნების ლიდერები ვინც ანტიქართულ შეიარაღებულ კოალიციას არ შეუერთდებიან, პირადად ჩამოვლენ მის დასაცავად. მოკლედ, მართალია ნაძვის ხის ანთების საშუალება გუშინ არ მოგვცა ოპოზიციამ, რეალურად კი ხელისუფლებამ არ დაუშვა რადიკალების სასურველი დაპირისპირება, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე  შეიძლება სერიოზული სანახაობის მოწმეები გავხდეთ: როგორ გამოაბრძანებენ ქვეყნის მოღალატე სალომე ზურაბიშვილს კაბინეტიდან. მერე კი მისი დაღმასვლის გაგრძელებასაც ვიხილავთ, როგორ მიატოვებს ოპოზიცია საბოლოოდ გაკოტრებულ პრეზიდენტყოფილს"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.