ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, უნდა ვიჩქაროთ, 20 იანვრისთვის - სააკაშვილი


     "ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, უნდა ვიჩქაროთ და ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

      მისი თქმით, ხელისუფლება ახლა ირყევა და თუ ეს დასტაბილურდა ცუდი იქნება.

     "უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. 20 იანვრამდე ესენი შეეცდებიან ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. საჭიროა ხალხის აქტიურობა და პოლიტიკური აქტივობებიც. უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის. ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა, თუ ეს დასტაბილურდა ცუდი იქნება. ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, საერთო სახალხო რევოლუცია. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის", - აცხადებს სააკაშვილი