იცით როდის შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფოდ შევდექით?! - ზვიად ჯიჭონაია


     პროფესორი, ზვიად ჯიჭონაია, ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
      
     ,,იცით როდის შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფოდ შევდექით?!

      მაშინ, როცა თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია, როცა ის ნებისმიერი უცხო, თუნდაც პარტნიორად წოდებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლას და მით უფრო ამ ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილებების მიღებას მიესალმება, იქნება დიდი სირცხვილი!

     ხოლო, ნებისმიერი პოლიტიკოსისა თუ არაპოლიტიკოსის მიერ ნებისმიერი, თუნდაც პარტნიორად წოდებულის ხელისუფლებისადმი, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოწოდება და მით უფრო ამ მიზნით კარდაკარ წოწიალში გამოხატული ქმედება, იქნება მკაცრად დასჯადი!" -წერს ზვიად ჯიჭონაია.