პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანი საქართველოში ძალიან საეჭვო დროს ჩამოვიდა და საეჭვო შეხვედრების შემდეგ, ძალიან საეჭვო განცხადებებს აკეთებს.
"საეჭვო კაცი, ძალიან საეჭვო დროს ჩამოდის თბილისში და საეჭვო შეხვედრების შემდეგ აკეთებს ძალიან საეჭვო განცხადებას", - თქვა გიორგი გახარიამ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის განცხადებები რეალობას აცდენილია და ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს.
"რაც შეეხება ამ ადამიანის განცხადებებს, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია და ეს პირდაპირ მინდა ვთქვა. ყველაზე დიდ ეჭვს ბადებს ის შეხვედრა ივანიშვილთან, რომელზეც არანაირი საჯარო ინფორმაცია მან არ გაავრცელა. ეს არის ფაქტი და მე ამაზე პირად შეხვედრაზეც დავუსვი კითხვა. მაგალითად, პრეზიდენტი მაკრონი როდესაც ესაუბრა ივანიშვილს, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ეჭვს ბადებს ამ ადამიანის სიჩუმე და იგნორირება ივანიშვილთან საუბრის შესახებ, ამიტომ მას მოუწევს დამატებითი განმარტებების გაკეთება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/301776