ზურაბიშვილს უნდა შეესრულებინა ლიდერის როლი, რომელსაც არ აქვს სისხლიანი ხელები - ვოლსკი


     სალომე ზურაბიშვილს უნდა შეესრულებინა ლიდერის როლი, რომელსაც არ აქვს სისხლიანი ხელები, როგორც ეს სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. ამ როლს ვერ ასრულებს იმ მოთხოვნის დონეზე, რომელიც მის მიმართ იყო, ის სათავეში უნდა ჩასდგომოდა გაბრაზებულ ხალხს, - პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.


     მისი თქმით, მაიდანის სცენარი საქართველოში ვერ ხორციელდება. 

     „ბინძურ თამაშში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ის რომ ქართველებმა ერთმანეთი ხოცონ, როგორც ეს კიევში მაიდანზე მოხდა, ეს სცენარი ვერ ხორციელდება. ამიტომ იყო გაღიზიანებული განცხადება გაკეთებული მაკკეინის ინსტიტუტის მიერ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.