ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მწვავე განცხადება გაკეთდა.
„მოხსენით სამხედროებზე დაწესებული სანქციები, ან შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ",-მიმართავს ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინი ეწინააღმდეგება აშშ-ის სანქციებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს და არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკაშირდება.
ჩინეთმა რუსეთისგან Су-35-ის ტიპის ათი ერთეული ავიაგამანადგურებელი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. სანქციების თანახმად, ჩინეთის სამხედრო საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის, ლი შანფუს ანგარიშები გაიყინება და ყველა საბანკო ოპერაცია დაიბლოკება.
წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-sagareo-uwyeba-ashsh-s-mimartavs-mokhsenit-sanqciebi-shedegebze-pasukhismgeblobis-agheba-mogiwevt/