კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას - ნიკოლეიშვილი გახარიას ინციდენტზე


      "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელშიეხმიანება. 

      მისი თმით, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედების აღსრულების შემაფერხებელი.

     "კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.