ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება.
„რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად, არ მიკვირს ევროკავშირის ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სტატიაში დაწერა, რომ „ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, არ განხორციელდება კოორდინირებული ზეწოლა, რათა ხელახლა ჩატარდეს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები“.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
მემანქანეთა გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია
4-06-2018, 10:20
ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ვინაობა ცნობილია
9-07-2018, 12:49