ავტორიტარული რეჟიმიო... ტოტალიტარულიო... ავტორიტარული და ტოტალიტარული, იცით, რომელი რეჟიმი იყო?! აი, თქვენი პაპები რომ ემსახურებოდნენ, ის! - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე წერს.
მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში უამრავი მედია საშუალება არსებობს, დემოკრატია სწორედ მედიის არსებობით განისაზღვრება.
ამდენი ტელევიზია და ონლაინ-გამოცემა რომ იფიცება, ესე იგი არსებობს, ხომ კი?! ჰოდა, ქვეყანა, სადაც ამდენი მედიასაშუალებაა, როგორ არის ავტორიტარული და, მითუმეტეს, ტოტალიტარული?!
სხვათა შორის, იმ დასავლეთის ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს გირჩევნიათ, დემოკრატიის ხარისხი სწორედ მედიის არსებობით განისაზღვრება.
უფრო მეტიც, ამ მედიასაშუალებების დიდი ნაწილი სწორედ იმ დასავლეთიდან ფინანსდება!
სანამ თქვენ არსებობთ, დემოკრატიას არაფერი ემუქრება!