ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ბოკუჩავას თქმით, სასურველია, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
„ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, ქვეყანაში იქნება თუ არა ახალი არჩევნები. ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხედავთ, რომ საყოველთაო ეროვნული პროტესტის მოთხოვნა არის სწორედ ახალი არჩევნები ივანიშვილის, სუს-ის და მის მიერ კონტროლირებადი ცესკო-ს გარეშე და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ეს არის ორად ორი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს საყოველთაო, სახალხო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, ივანიშვილის ჯიბის პროკურატურას არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამ გადაწყვეტილებაში.
ეს გადაწყვეტილება მიიღო ხალხმა და ის მაინც აღსრულდება, უბრალოდ, აქ საუბარია ვადებზე და ჩვენი სურვილი, მოთხოვნა და ბრძოლის ნაწილია, რომ რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რათა აღარც ერთი ადამიანის უფლება არ იყოს დარღვეული ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მხრიდან“, – განაცხადა თინა ბოკუჩამ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება
22-12-2018, 15:56
დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა
10-10-2018, 11:09