,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით იმას აკეთებს, რაც 904 წლის წინ დიდგორის ომში გააკეთა 250 სამშობლოსათვის თავგანწირულმა მეომარმა და შესულია მტრის შუაგულში"- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ დოკუმენტურად დასაბუთებულად იცის ვინ არიან ქვეყნაში ჯაშუშები, მაგრამ ვერ სჯის.
,,ნახეთ მთელი ლიბერასტულ-ფაშისტური დასავლეთის და 800 ათასი შინა მტრით გარემოცული სამშობლოს გადარჩენისათვის უთანასწორო ბრძოლაშია ჩართული. გარკვეული აზრით ეს ომი იმაზე მეტი საშინელია ვიდრე დიდგორის. რატომ? დიდგორის ომის წინ დავით აღმაშენებელმა დასაჯა მოღალატეები: ლიპარიტ ბაღვაში, ძაგან აბულათის ძე... რითაც ზურგი გაიმაგრა. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ დოკუმენტურად დასაბუთებულად იცის ვინ არიან ქვეყნაში ჯაშუშები მოღალატეები, აგენტები, მაგრამ ვერ სჯის. იმიტომ რომ ამ ნაძირალებს უკიდეგანო მხარდაჭერა აქვთ დასავლეთის ლიბერასტულ-ფაშისტური ძალების ანუ ე.წ. "დიფ სთეითის", რომლებიც ყოველწუთიერად ცდილობენ საქართველოს სახელმწიფოებრივ ჩამოქცევას და ხელისუფლებაში მათივე აგენტ-ჯაშუშების მოყვანას.
ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში, რომელიც სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.
წინსვლა-წარმატებები ჩვენს ღირსეულ და შუაგულ ომში შესულ საქართველოს ხელისუფლებას და მის გვერდში მდგომ ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილს"- წერს ედიშერ გვენეტაძე.
